მესი: ვფიქრობდი ნეიმარი რეალში წავიდოდა, თუ...

მესის ნეიმარის ერთგულებაში ეჭვი ეპარება...

ლეო მესიმ აღიარა, რომ ნეიმარის რეალში გადასვლასთან დაკავშირებით ჭორები საკმაოდ რეალური ეგონა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბრაზილიელის გადაბირება მადრიდელებთან ერთად კატალონიელებსაც სურდათ, თანაც ფეხბურთელმა ღიად თქვა, რომ პსჟ-ს დატოვება უნდოდა

 

„მართლაც ვფიქრობდი, რომ ნეიმარი თუ ჩვენთან არ გადმოვიდოდა, რეალში წავიდოდა. მან ყველას ნათლად დაანახა, რომ პარიზის დატოვება უნდოდა.

 

ვფიქრობდი, რომ პერესი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა“, - თქვა მესიმ