ტერ შტეგენს გარჯა დაუფასდა

გუნდს და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება

ბარსელონას ხელმძღვანელობა მარკ ანდრე ტერ შტეგენისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. აქვე გეტყვით, რომ გერმანელ კიპერს ბლაუგრანასთან მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, ცნობისთვის, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

ტერ შტეგენი ბარსელონაში 2014 წელს გლადბახიდან გადავიდა. თავიდან იგი ხშირად შეცდომებს უშვებდა, თუმცა შემდეგ აშკარად მოუმატა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. გეტყვით იმასაც, რომ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის აზრით, გერმანიის ნაკრების მთავარი მეკარე სწორედ ის უნდა იყოს და არა ნოიერი.

 

ბარსელონას ლა ლიგაში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში ვალვერდეს გუნდი სტუმრად ეიბარს დაუპირისპირდება.