ტიმ დანკანი: კავაი უკვე ძალიან დიდია

მაიამიმ გვატკინა და მთელი ჩვენი ყურადღება მათთან რევანშზე იყო გადატანილი. 

სან ანტონიოს ვარჯიშებს რეგულარულად ესწრება ტიმ დანკანი. ლეგენდა გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი გახდა. ტიმის აკლია გამოცდილება, მაგრამ დანკანი აუცილებლად მოუმატებს. ტიმი გრეგთან ერთად კარგ, საინტერესო ტანდემს შექმნის.

და, დანკანი სპერსის საჩემპიონო გუნდებზე საუბრობს.

პირველი. 1999.

ტიმ დანკანი: ყველაზე შეკრული, მშიერი გუნდი. ჩვენ ყველას გვინდოდა ჩემპიონობა. მარიო (ელი) ჰიუსტონთან ერთად ორჯერ გახდა ჩემპიონი და მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დევიდ რობინსონისთვის ეს ყველაზე დაუვიწყარი სეზონი გახდა.“

მეორე. 2003.

ტ.დ: „ალბათ, არავის არა ეპარებოდა ეჭვი, რომ ფინალს ჩვენ მოვიგებდით. ნიუ ჯერსის კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ჩვენ ვიგებდით სიმაღლეში და ათლეტურობაში. ძალიან კარგი სეზონი იყო. მეორედ დამასახელეს რეგულარულის საუკეთესო მოთამაშედ. კარგი მოგონებები მაქვს.“

მესამე. 2005.

ტ.დ: „ყველაზე რთული სერია. როდესაც სან ანტონიოში, საჩემპიონო საღამოს დროს  მოკლემკლავიანი ზედა მეცვა, მეტყობოდა სილურჯეები. ის დეტროიტი იყო ყველაზე დაუნდობელი მოწინააღმდეგე. და, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენ ეს შევძელით.“

მეოთხე. 2007.

ტ.დ: „ლებრონ ჯეიმსი ახალგაზრდა იყო. ალბათ, ყველაზე მშვიდი ფინალი სპერსისთვის. ჩვენ ყველა კომპონენტში უკეთესები ვიყავით. და, არც გვინდოდა არავისთვის არაფრის დამტკიცება. უბრალოდ, ჩვენი საქმე უნდა გაგვეკეთებინა და მოვიგებდით. გავაკეთეთ.“

ბოლო. 2014.

ტ.დ: „წინა სეზონში წავაგეთ მოგებული სერია. მაიამისთან შეხვედრა ყველას მაგრად გვინდოდა. იმ მაიამიმ გვატკინა და მთელი ჩვენი ყურადღება მათთან რევანშზე იყო გადატანილი. ლამაზად მოვიგეთ, თუმცა, მანამდე, სხვა სერიებში უფრო მძიმედ ვთამაშობდით. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემპიონობა. ჩვენ ვნახეთ ახალი კავაი, რომელიც დღეს უკვე ძალიან დიდია.“

ტიმი, ლეგენდა.