ეტოო: გვარდიოლა მიყვარს როგორც მწვრთნელი, მაგრამ არა როგორც ადამიანი

არც გვარდიოლა, არც მოურინიო - ეტოომ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა მათ შორის, ვისთანაც უმუშავია

რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, სამუელ ეტოოს სთხოვეს საუკეთესო მწვრთნელი დაესახელებინა მათ შორის ვისთანაც უმუშავია. კამერუნელმა არა გვარდიოლა ან მოურინიო, არამედ ლუის არაგონესი დაასახელა.

 

„ყველა მწვრთნელი ვისთანაც მიმუშავია რაღაცით გამოირჩევა. თუ მთხოვთ, რომ საუკეთესო გამოვარჩიო, მაშინ გეტყვით, რომ თავს ყველაზე კომფორტულად ლუის არაგონესთან ვგრძნობდი. როცა მალიორკაში ვთამაშობდი, მან ჩემთვის ბევრი გააკეთა. ესპანელი რაღაცით მამაჩემს. ჰგავდა. რაც შეეხება გვარდიოლას, მე ის მიყვარს როგორც მწვრთნელი, მაგრამ არა როგორც ადამიანი,“-თქვა კამერუნელმა.

 

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა ფორვარდმა კარიერა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. ბოლოს იგი ყატარში თამაშობდა.