ლეო მესი: ბარსელონადან წასვლას ვაპირებდი

ცოტა ადამიანმა იცის რა გამოვიარეთ მაშინ მე და ჩემმა ოჯახმა

ლეო მესის თქმით, იყო პერიოდი, როცა მას ბარსელონადან წასვლა სურდა. არგენტინელი ამას საგადასახადო სამსახურთან პრობლემების გამო აპირებდა.

 

„2013-14 წლებში ბარსელონას დატოვებას ვაპირებდი. მაშინ ძალიან რთული პერიოდი მედგა. საგადასახადო სამსახურთან სერიოზული პრობლემები მქონდა და სწორედ ამიტომ გუნდიდან წასვლაზე ვფიქრობდი. ცოტა ადამიანმა იცის რა გამოვიარეთ მაშინ მე და ჩემმა ოჯახმა. კარგია, რომ ჩემი შვილები პატარები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა,“-თქვა არგენტინელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ესპანეთის საგადასახადო სამსახური რამდენიმე ფეხბურთელს ედავებოდა. მათ შორის არიან ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ხორდი ალბა, ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანუ რონალდუ.