კობის ჰკითხეს, ლებრონი თუ ჯორდანი...

მაიკლი ყველაზე დიდია. ლებრონი - ამ გენერაციის ჯორდანია.

კობი ბრაიანტი ისვენებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მისტერ ბრაიანტი საკალათბურთო ელჩის სტატუსით იყო ჩასული. ტონი პარკერთან და ემანუელ ჯინობილისთან ერთად.

კობიმ ყველაზე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ლეიკერსის ლეგენდას დაუსვეს კითხვა - ვის აიყვანდი გუნდში (საუკეთესო ფორმაში ყოფნის დროს), მაიკლ ჯორდანს თუ ლებრონ ჯეიმსს?

ყველას გვყავს ჩვენი ფავორიტი. მაიკლი ყველაზე დიდია. ლებრონი - ამ გენერაციის ჯორდანია.

და, კობიმ თქვა...

ჯორდანი!

მე ავირჩევ ჯორდანს, იმიტომ, რომ მან არ იცოდა ფინალების წაგება.

მე ავირჩევ ჯორდანს, იმიტომ, რომ ის არ აგებდა გადამწყვეტ სერიებს.

მე ავირჩევ ჯორდანს, იმიტომ, რომ ბოლო წუთებზე ის პასს არ  აკეთებდა და მხოლოდ საკუთარ თავს ენდობოდა (ფინიქსთან, 1993-ის ფინალში პაქსონის სამიანი გამონაკლისია).

კობის არგუმენტირებული დეფინიცები აქვს. და, კობიმ იცის კალათბურთი. კობიმ ითამაშა მაიკლის, ლებრონის წინააღმდეგ და ბრაიანტმა აირჩია მისტერ კალათბურთი.

ალბათ, ლებრონიც იგივეს იტყოდა. ლებრონიც ჯორდანს აირჩევდა.