კევინ დიურანტი - კალათბურთის დენზელი

დიურანტი თავს უხრის დენზელს.

ბრუკლინში ჰოლივუდი გადავიდა. ბრუკლინმა მაქსიმალური კონტრაქტით კევინ დიურანტი აიღო. და, მისტერ დიურანტთან ერთად გუნდი სხვა თამაშს, სხვა კალათბურთს დაუკრავს. დიურანტი ყველაზე ეფექტური, მდიდარი და ელეგანტური იქნება.

კევინმა ტრავმა ცუდ დროს მიიღო. კევინის ტრავმა ბრუკლინის პაუზაა. და ამ პაუზის შემდეგ დიურანტი შეუჩერებელი გახდება.

როგორც - დენზელ ვაშინგტონი, რომელსაც ყველაზე პრიმიტიული ფილმის ამოწევა შეუძლია. დენზელი ოქროა. დიურანტი - კალათბურთის დენზელია.

დიურანტი დენზელის და მორგან ფრიმენის ფილმების მოყვარულია. დიურანტს კარგი გემოვნება აქვს. დიურანტი უსმენს რეპს, მაგრამ კევინის ერთ-ერთი ინსპირაცია არის დენზელის მონაწილეობით გადაღებული (სპაიკ ლის) ფილმი He Got Game.

როდესაც კევინი ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა დენზელს, მან პირდაპირ უთხრა გენიალურ მსახიობს - შენ ჩემთვის ნიჭის და შრომისმოყვარეობის მაგალითი ხარ.

დიურანტი თავს უხრის დენზელს.

და, კევინი დასვენების დროს ბევრ კინოსიახლეს გაეცნობა. სადღაც, აუცილებლად იქნება მისი საყვარელი მსახიობიც.

დენზელი.