ალეგრის მანჩესტერში უნდა

ალეგრის გული მოუბრუნდა

ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ ოლე გუნარ სულშერმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს. მისი შეცვლის ერთერთ კანდიდატად მასიმილიანო ალეგრი სახელდებოდა. თავიდან დაიწერა, რომ იტალიელს პრემიერლიგაში მუშაობა არ სურდა, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა. ბოლო ცნობებით ალეგრი თანახმაა მომდევნო სეზონიდან წითელი ეშმაკები გაწვრთნას.

 

არახალია, რომ მანჩესტერს ცუდი დრო უდგას. 8 ტურის შემდეგ გუნდს პრემიერლიგაში 9 ქულა აქვს და მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა. გარდა ამისა არც მანჩესტერელთა თამაში ტოვებს სასიამოვნო შთაბეჭდილებას.

 

ალეგრი ბოლოს იუვენტუსში მუშაობდა და გუნდი მაისში დატოვა. გეტყვით იმასაც, რომ მის სახელს მანჩესტერის გარდა მილანსაც უკავშირებდნენ.