კრის პოლი თუ ჯონ სტოქტონი?

ჯონი უფრო მეტი კარგი სეზონით იყო უკეთესი. 

ჩარლზ ბარკლიმ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა. ჩემთვისაც რთული გასაცემია. ალბათ, ყველასთვის.

ჯონი უფრო მეტი კარგი სეზონით იყო უკეთესი. სტოქტონმა კარიერა ტრავმის გარეშე დაასრულა. სერიოზული ტრავმის გარეშე. კრის პოლმა ყველა სეზონში სულ მცირე, ერთი მიკროტრავმა მაინც დაირტყა.

სტოქტონი კარიერით - 13.1 ქულა (19 711), 10.5 პასი (15 806), 2.7 მოხსნა (4 051), 2.2 ჩაჭრა (3 265).

პოლი კარიერით - 18.5 ქულა (17 597), 9.7 პასი (9 181), 4.5 მოხსნა (4 262), 2.2 ჩაჭრა (2 122).

სტოქტონის საუკეთესო პარტნიორი - ლეგენდარული კარლ მელოუნი.

კრის პოლის საუკეთესო პარტნიორი - რამდენიმე სეზონით ჯეიმს ჰარდენი.

სტოქტონის საუკეთესო ფლეი ოფი - ორი წაგებული ფინალი მაიკლ ჯორდანის მანქანასთან.

კრის პოლის საუკეთესო ფლეი ოფი - კრისი ჯერ ვერ მიდის სუპერფინალამდე. დანარჩენი - არ ითვლება.

ფლეი ოფში ბიჭებს რეგულარულის იდენტური სტატისტიკა ჰქონდათ.

კრისი თუ ჯონი? დაფიქრდით. ჩემი ფავორიტი მაინც სტოქტონია, თუმცა კრისიც კლასია.