ტუხელი: ნეიმართან დაკავშირებით, გულშემატკივრების მესმის

"გადაწყვეტილება ჩვენი სურვილისამებრ არავის მიუღია"

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელს გულშემატკივრების ესმის, რომლებიც ნეიმარს ობსტრუქციას უწყობენ. პარიზელებს ფეხბურთელისთვის გუნდის დატოვების სურვილი ჯერაც ვერ უპატიებიათ

 

„გულშემატკივრებს დამოკიდებულების გამოხატვა სურთ და მათი სრულიად მესმის. სრული უფლება აქვთ ასე მოიქცნენ.

 

ისინი პსჟ-თი ამაყობენ და არ არის სასიამოვნო, როდესაც შენი ფეხბურთელი ყოველდღე წასვლაზე ლაპარაკობს.

 

ფანებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ნეიმარი გვჭირდება.

 

ბრაზილიელზე ზეწოლაა და შესაძლოა აზრიც შეიცვალოს.

 

ჩემსა და ნეიმარს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა. მას წასვლა უნდოდა, მე კი ამის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა ჩვენი სურვილის გამო გადაწყვეტილება არავის მიუღია“, - თქვა ტუხელმა.