არტური: ბარსასი მესმის, მაგრამ ბრაზილიისთვის თამაში მეამაყება

ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ეს არის...

ბარსელონას სურდა არტურ მელო სენეგალთან და ნიგერიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის ბრაზილიის ნაკრებში არ წასულიყო, თუმცა თავად ფეხბურთელი სხვაგვარად ფიქრობს. მისთვის სელესაოს ფორმის ჩაცმა დიდი პატივია და ამას ვერაფერი შეცვლის

 

ბასელონასი მესმის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული პატივია ბრაზილიის ნაკრების ფორმის ჩაცმა.

 

როცა კი დამიძახებენ, ჩემი ქვეყნის ნაკრებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ.

 

ბრაზილიაში ფეხბურთელებს უფრთხილდებიან და ცდილობენ კლუბში ტრავმირებულები არ დაბრუნდნენ“, - თქვა არტურმა.