მოურინიო დასაბრუნებლად მზადაა

პორტუგალიელმა შესაძლოა მალე მესამე ინგლისური გუნდი გაწვრთნას

ჟოზე მოურინიო შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. საქმე იმაშია, რომ ტოტენჰემის მესვეურები პორტუგალიელს მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელად მოიაზრებენ. ბოლო ინფორმაციით ლონდონურ გუნდში მუშაობით თავად პორტუგალიელიცაა დაინტერესებული.

 

ამ სეზონში დეზები ძალიან ცუდ ფორმაში არიან და აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა პოჩეტინოს გუნდის დატოვება მოუწიოს. ამ მომენტისთვის ტოტენჰემს პრემიერლიგაში 11 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

 

მოურინიო ბოლოს მანჩესტერში მუშაობდა. წითელ ეშმაკებს იგი 2016 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრამდე წვრთნიდა. მას შემდეგ მისი სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა როგორც ხედავთ ჟოზე კვლავ უგუნდოდაა.