ტორპედომ ვარჯიში შეწყვიტა

ძველებურად გაჩერება შეუძლებელია

ქუთაისის ტორპედოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდის ცნობით, გუნდმა ურთულესი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელები ვარჯიშს მანამდე არ განაახლებენ, სანამ კლუბში ფინანსური პრობლემები არ მოგვარდება.

 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც გუნდში სერიოზული ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ. გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულიდან მოყოლებული ტორპედო რამდენიმე ლიდერმა დატოვა.

 

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, იმერლები საქართველოს ჩემპიონატში მაინც ღირსეულად გამოდიან. 30 ტურის შემდეგ, ქუთათურებს 40 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან.

 

"ტორპედოდან არცერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

 

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია.

 

ტორპედო არ მიგვიტოვებია, უბრალოდ იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

 

პირადად ჩემთვის ამ გუნდის დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. ტორპედო რიგითი კლუბი არაა, მას გაფრთხილება უნდა. დღეს ტორპედო ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ“-თქვა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ.