მბაპე რეალში? - ვარანის რჩევა

კიდევ ერთი ფრანგი რეალში?

უკვე ზაფხული ისე არ გაივლის, კილიან მბაპე მადრიდის რეალს რომ არ დაუკავშირონ. ამაზე კომენტარი კიდევ ერთმა ფრანგმა და მადრიდელთა დაცვის ბურჯმა, რაფაელ ვარანმა გააკეთა

 

„ყოველთვის მინდოდა მბაპეს კლუბშიც ჩემთან ერთად ეთამაშა. თუ ერთ დღეს მოვა და რეალის შესახებ რჩევას მკითხავს, მხოლოდ კარგ რაღაცებს ვეტყვი“

 

მას ასევე ბენზემას შესახებაც დაეკითხნენ

 

„ჩემი აზრით, კარიმი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფორვარდს შორისაა. რეალს ძალიან გაუმართლა ის რომ ჰყავს“, - თქვა ვარანმა