მიულერი წასვლაზე ფიქრს იწყებს - რა ხდება ბაიერნში?

ბაიერნის თილისმა წასვლაზე ალაპარაკდა...

მიუნხენის ბაიერნში არაჯანსაღი სიტუაციაა. ფეხბურთელები, რომლებიც ერთ დროს გუნდის ლიდერებად ითვლებოდნენ, დღეს სათადარიგოთა სკამზე სხედან და თითქმის არც თამაშობენ. ხავი მარტინესმა ეს სიტუაცია იმდენად განიცადა, რომ ცრემლების შეკავებაც ვერ შეძლო, ტომას მიულერმა კი ბოლო 5 თამაშში სულ 67 წუთი ითამაშა. გერმანელ თავდამსხმელს ინტერვიუ გერმანულმა Kicker-მა ჩამოართვა და ამის შესახებაც ესაუბრა

 

„შექმნილი სიტუაციით უკამყოფილებას ვერ დავმალავ. მხოლოდ 30 წლის ვარ და ტიტულები მწყურია - როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური. მჯერა, რომ ჩემი საშემსრულებლო ოსტატობა ბაიერნს ისევ გამოადგება.

 

ბოლო ხუთი თამაშია, ბედნიერი აღარ ვარ. თუ მწვრთნელი მხოლოდ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად განმიხილავს, მომავალზე დავფიქრდები. სკამზე ჯდომისთვის ძალიან ამბიციური ვარ“, - თქვა მიულერმა.

 

ნიკო კოვაჩი აქცენტს აშკარად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. ხორვატი სპეციალისტი ცდილობს კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი მაქსიმალურად დატვირთოს, კოუტინიოს ბაიერნში გადასვლის შემდეგ კი, მიულერის პოზიციები საკმაოდ შეირყა.

 

შესაძლოა ეს მომავლისთვის სწორი ინვესტიცია იყოს, თუმცა ამით რეკორდმაისტერი მყისიერ შედეგს ვერ მიიღებს. ტოტენჰემთან გამარჯვება, ბაიერნის კარგ თამაშთან ერთად, ლონდონელების ცუდი ფორმითაც იყო გამოწვეული ...