ბარსელონას კლასიკოში ფეხბურთელი დააკლდება

ბლაუგრანას შემტევი დისკვალიფიცირებულია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უსმან დემბელე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც მოგეხსენებათ ბარსას ფორვარდმა სევილიასთან 4:0 მოგებულ მატჩში მსაჯ მატეო ლაოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფრანგი კი სწორედ ამისთვის დასაჯეს.

 

დემბელეს დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლაუგრანა ელ კლასიკოში დანაკლისით ითამაშებს. ესპანური გრანდი რეალს 2 ტურის შემდეგ, უფრო ზუსტად კი 26 უქტომბერს კამპ ნოუზე დაუპირისპირდება. რეალის გარდა უსმანი ვერც ეიბართან ითამაშებს.