ალ ჰორფორდი: სელტიქსი დასაშლელი იყო

ჰორფორდი დღესაც ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეოთხე-მეხუთე ნომრად რჩება. 

ფილადელფია ამ სეზონში დიდი ფინალისთვის იბრძოლებს. მოქნილი, ღრმა შემადგენლობა, რომელიც ბევრს მისცემს ფორას. ფილადელფიამ ვერ შეინარჩუნა ჯიმი ბატლერი და ფილადელფიამ სამწამიანი ალ ჰორფორდით გააძლიერა. სოლიდური სვლა. სოლიდური მოთამაშე. სოლიდური გუნდი.

ჰორფორდი ბოსტონის შეუცვლელი პერსონაჟი იყო. წამოსვლის მიზეზი?

ალ ჰორფორდი: „გადაწყვეტილება კაირი ირვინგის წასვლა-დარჩენაზე არ იყო დამოკიდებული. კაირი დიდი ბიჭია და გადაწყვიტა, რომ მისი კარიერისთვის ახალი გარემო ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. ალბათ, ჩემთვისაც უკეთესი იყო გუნდის გამოცვლა. იმ ბოსტონმა თავისი რესურსი ამოწურა. ის ბოსტონი დასაშლელი იყო.“

ჰორფორდი დღესაც ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეოთხე-მეხუთე ნომრად რჩება. შარშან ალმა სელტიქსს საშუალოდ 13.6 ქულა, 6.7 მოხსნა და 4.2 შედეგიანი გადაცემა მისცა. ჰორფორდი კარიერით - 14.1 ქულა, 8.4 მოხსნა და 3.2 პასი.

ჰორფორდი ასაკთან მეგობრობს. ჭკვიანმა მოთამაშემ ოდნავ დაკარგა მობილურობა და ამის კომპენსირებას გამოცდილებით, კლასით აკეთებს.

ფილადელფიამ მაგარი მაღალი დაირტყა, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება ჯოელ ემბიდს. წამოიღებს.