ჯეიმს ჰარდენი შეუჩერებელი იქნება

ჰიუსტონი ჯეიმსის პერსონალურ გუნდად რჩება.

ჰიუსტონი შეიცვალა და კრის პოლში გუნდმა დინამიტი - რასელ უესთბრუქი გაშანსა. სერიოზული, მაგრამ სარისკო სვლა, რომელმაც შეიძლება, არ გაამართლოს.

და ჰიუსტონს ლიგის უძლიერესი შემტევი რჩება. კევინ დიურანტის არყოფნაში ეს არაოფიციალური ტიტული ჯეიმს ჰარდენის არის. ჰარდენი ამ სეზონშიც შეუჩერებელი იქნება. ჰარდენი ამ სეზონშიც ბევრ ქულას, სხვის ემოციებს და ტკივილს შეაგროვებს. ჰარდენი ამ სეზონშიც გამორჩეული კოლექციონერის ნიღბით ირბენს.  

შარშან ჯეიმსმა 36.1 ქულა დააგროვა. არარეალური შედეგი. 7.5 პასთან, 6.6 მოხსნასთან და 2.0 ჩაჭრასთან ერთად. ჯეიმსი იყო უკეთესი დაცვაში, ჯეიმსმა კარიერაში ყველაზე ინსპირაციული კალათბურთი ითამაშა და ჰარდენმა მკვდარი, ტრავმებით დაშლილი ჰიუსტონი ფლეი ოფში კარგი ადგილით შეიყვანა.

ჰარდენი რასთან ერთად კარგი იქნება. რასიც ინდივისდუალისტია, მაგრამ ჯეიმსმა ისწავლა თანაგუნდელების ძლიერი მხარეების გამოყენება და რასი მის წრეში უპრობლემოდ შევა.

ჰიუსტონს ჩემპიონობა სურს. ჰიუსტონი რისკავს. ჰიუსტონი ჯეიმსის პერსონალურ გუნდად რჩება. და რასმა ამ გუნდს უკვდავება ან - სიკვდილი უნდა მისცეს.

ჯეიმსი ემზადება. რამდენიმე თამაში და ჰარდენი მზად იქნება.

და, ლიგამ კიდევ ერთხელ უნდა დაუხაროს თავი ამ მონსტრს.