ყველაზე ახლოს კობისთან

ლებრონთან და იანისთან ერთად, კავაი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. 

კობი ბრაიანტის ადგილი ვაკანტურია. კობიმ კალათბურთით იკაიფა, სხვებიც აკაიფა და კობი დღეს ისვენებს. ბრაიანტი ვერ შეცვალეს. ბრაიანტმა ვერ დაასახელა შემცვლელი.

ჩარლზ ბარკლის აზრით, დღევანდელ კალათბურთში კობისთან ყველაზე ახლოს ერთი ახალგაზრდაა. რომელიც მხოლოდ შედეგზე ფიქრობს. რომელსაც კობი მაგრად მოსწონს.

ეს ახალგაზრდა არის კავაი ლეონარდი.

ჩარლზ ბარკლი: „კობის ამ თემაზე ბევრჯერ ველაპარაკე. მას ყოველთვის ეცინება, როდესაც ვეკითხები, კობი, ვინ მიგაჩნია შენს შემცვლელად? და, იცით? კობიმ ერთხელ მიპასუხა - ჩარლზ, მე არ ვფიქრობ შემცვლელებზე, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, ყველაზე ახლოს არის კავაი ლეონარდი.“

ლეონარდი კობის უსმენს. ბოლო ორ თვეში კავაიმ ორჯერ ივარჯიშა ბრაიანტთან, მისგან აუცილებელი რჩევები მიიღო. კობი ლეონარდზე გაცილებით ძლიერი შემტევია და ლეონარდი კობის დაცვაში უჯოკრავს.

დღეს, ლებრონთან და იანისთან ერთად, კავაი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. მოქმედი ჩემპიონის და ფინალური სერიის მოქმედი MVP-ს ტიტულით.

ჩ.ბ: „კავაი მხოლოდ უკეთესი გახდება და ლიგამ ეს იცის. საოცარი მოთამაშეა.“

ჩარლზი ასიანია.