ლეიკერსში იცოდნენ, რომ კავაი მათთან მიდიოდა

მას შეუძლია ნებისმიერი თამაშის შეცვლა.

ლეიკერსის ფორვარდი ენტონი დევისი დარწმუნებული იყო, რომ კავაი ლეონარდი კარიერას ლეიკერსში გააგრძელებდა.

ენტონი დევისი: „კავაის ახლოს არ ვიცნობ. უბრალოდ, დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ წარმატებული იყოს. უკვე არის, მაგრამ ვიცი, რომ მას მეტის მოგება შეუძლია. არ მგონია, კავაის ვინმე კარგად იცნობდეს. ის განსხვავებული ადამიანია და კავაის მხოლოდ კალათბურთი აინტერესებს. გვითხრეს, რომ ლეონარდი ჩვენთან მოდიოდა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. ამ დონის მოთამაშესთან ერთად ყველაფერი უფრო იოლია. ვეცნობოდი ლეიკერსის წარმომადგენლების კომენტარებს და მჯეროდა, რომ ახალ რეგულარულს მასთან ერთად დავიწყებდი. გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ კავაი კლიპერსში გადავიდა.“

ლეონარდზე ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელიც საუბრობს.

„მას შეუძლია ნებისმიერი თამაშის შეცვლა, ის ძალიან მონდომებული და მიზანდასახულია. შეიძლება, ლიგაში მასზე ნიჭიერებიც არიან, მაგრამ კავაი ყველაზე მშრომელია. ამით, ის ბევრს იგებს და უფრო მეტს მოიგებს. ჩემი პატივისცემა ლეონარდს“, - აღნიშნა მისტერ ვოგელმა. სერიოზული კომპლიმენტია.

კავაი სეზონისთვის მკვლელის განწყობით ემზადება. მალე დაიწყება.