ერიკსენი ზამთრისთვის დაგეგმეს

დანიელს ფართო არჩევანი აქვს

კრისტიან ერიკსენმა ზამთარში შესაძლოა ტოტენჰემი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაბირება მადრიდის რეალს სურს. გეტყვით იმასაც, რომ ესპანელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ.

 

სამეფო გუნდისთვის ერიკსენის გადაბირება მარტივი არ უნდა იყოს, რადგან 27 წლის ფეხბურთელით მანჩესტერი და ბარსელონაც არიან დაინტერესებულები. რაც შეეხება თავად ნახევარმცველის პოზიციას, იგი არ მალავს, რომ რეალში თამაში სურს.

 

ერიკსენი ტოტენჰემში 2013 წელს აიაქსიდან გადავიდა და უმალ გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. ამ სეზონში 23-ე ნომერმა 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.