რეალს ეძვირა

ბლანკოსის მესვეურები სიტის მიერ დასახელებული თანხის გადახდას არ აპირებენ და ფეხბურთელის შეძენას უფრო იაფად გეგმავენ.

მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის მესვეურები კვლავ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. მოგეხსენებათ ბლანკოსის ხელმძღვანელობას ქალაქელებიდან ბრაჰიმ დიასის შეძენა სურს.

 

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქელები ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს ითხოვენ. ესპანურ პრესაში ვკითხულობთ, რომ რეალი 19 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს, მითუმეტეს მაშინ როცა მაისში დიასის დამატება უფასოდაც შეეძლებათ. 

 

ბრაჰიმს სიტიში სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ქალაქელთა რიგებში მხოლოდ 147 წუთი ითამაშა. სათქმელია ისიც, რომ 19 წლის ნახევარმცველს თავადაც სურს გუნდის დატოვება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.