ისტორიაში პირველად - მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში ჩაიშალა

იაპონიაში ტაიფუნს ელიან...

მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 32 წელია არსებობს და პირველად მოხდა, რომ შეხვედრა ჩაიშალა - თანაც ორი. საქმე იმაშია, რომ იოკოჰამას, ტოკიოსა და ტოიოტას არეალში 13 ოქტომბერს ტაიფუნია მოსალოდნელი.

 

როგორც ცნობილია, საქართველოსა და ავსტრალიის შეხვედრის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება და 11 ოქტომბერს, 14:15 წუთზე გაიმართება, ახალი ზელანდია - იტალია და ინგლისი - საფრანგეთი  კი გაუქმდება. განცხადების მიხედვით, ოთხივე გუნდს 2-2 ქულა ჩაეწერება, რის მიხედვითაც, ჯგუფიდან ახალი ზელანდია და ინგლისი პირველი ადგილით, ხოლო საფრანგეთი მეორე ადგილით გავა.

 

განცხადებაში წერია, რომ გულშემატკივრებს იაპონიის ხელისუფლება ხარჯებს აუნაზღაურებს და სთხოვს, რომ 13 ოქტომბერს სახლიდან არ გავიდნენ.