საქართველო–ირლანდიას იტალიელები იმსაჯებენ

საქართველო–ირლანდიის ევროშესარჩევ მატჩს იტალიელი მსაჯები გაუძღვებიან. 

მთავარი არბიტრი მარკო გვიდა იქნება. გვიდას არასოდეს ჰქონია საქმე საქართველოს ნაკრებთან: არც ეროვნულთან და არც ახალგაზრდულებთან.

 

ისე, წითლები უყვარს. ბოლო სამი შეხვედრა გაძევების გარეშე არ ჩაუმთავრებია.

 

შეგახსენებთ, საქართველო–ირლანდია 12 ოქტომბერს დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.