იოზილს მსურველი გამოუჩნდა

გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

ფენერბახჩე მესუთ იოზილითაა დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, თურქები არსენალის ნახევარმცველის გადაბირებას იჯარის წესით იანვარში შეეცდებიან. გეტყვით იმასაც, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

 

ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია, ფეხბურთელის ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, უნაი ემერი მისით უკმაყოფილოა. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესუთმა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

 

ფენერბახჩეს თურქეთის ჩემპიონატში 11 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში გუნდი დენიზილსპორს ესტუმრება.