ტიტულებზე დამშეული კაცი - რამოსს ოლიმპიადაზეც უნდა!

ევრო 2020 ფინალიდან, ტოკიოს ოლიმპიადის სტარტამდე მხოლოდ 10 დღეა...

სერხიო რამოსმა უკვე ბევრი ტიტული მოიგო, თუმცა ახალი გამოწვევა დაისახა, ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ არ მოუგია - ოლიმპიური ოქრო. ესპანელის სურვილი აქვს 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წავიდეს.

 

ევრო 2020-ის ფინალიდან, რომელიც 12 ივლისს იწყება, ტოკიოს ოლიმპიადის სტარტამდე მხოლოდ 10 დღეა. რამოსს ფინალში თამაშის იმედიც აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში შვებულებით ვერ ისარგებლებს, მზადაა იაპონიაში გაფრინდეს. 

 

ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში ვეტერან ფეხბურთელებს, როგორც წესი, არ იძახებენ, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. აქამდე, პირინეის ნახევარკუნძულელებს ფეხბურთში ოლიმპიადა მხოლოდ ერთხელ, 1992 წელს აქვთ მოგებული, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა.