მოურინიომ ლიონს უპასუხა

ჟოზე კვლავ გუნდის ძიებაშია

ჟოზე მოურინიო ლიონს არ ჩაიბარებს. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება. რამდენიმე  დღის წინ დაიწერა, რომ პორტუგალიელი სილვინიოს შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა განსაკუთრებულმა ფრანგებს უარი შეუთვალა.

 

მოურინიოს სახელს ლიონის გარდა ტოტენჰემსაც უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ლონდონურ გუნდში მუშაობით თავად ჟოზეც დაინტერესებულია. შეგახსენებთ, რომ მოურინიო ბოლოს მანჩესტერში მუშაობდა და შარშან დეკემბრიდან უგუნდოდაა.

 

რაც შეეხება ლიონს, ლიგა 1-ში გუნდს 9 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფრანგები დიჟონის წინააღმდეგ ჩაატარებენ.