მესი, ღმერთი, გრიზმანი...

ინტერვიუ 43 წუთი

სეზონი ბარსელონამ სუსტად დაიწყო. მეხუთე ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი მერვე ადგილზე იყო ესპანეთის ჩემპიონატში. ეს ჩავარდნა დიდწილად მათი მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის ტრავმასთან იყო დაკავშირებული. 
დაბრუნდა მესი და საქმეც აღმა წავიდა. წინა ტურში კატალონიელებმა სევილიას 4:0 მოუგეს და პრიმერას ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდნენ. ოთხიდან, ერთი გოლი არგენტინელმა გაიტან ჩინებული საჯარიმო დარტყმით.
მეორე დღეს კი ბარსელონურ რადიო RAC1-ს ესტუმრა და 43 წუთიანი ინტერვიუ მისცა. აქ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

 

 

მეტსახელ „ღმერთის“ შესახებ

- ეს სახელი არ მაწუხებს, მაგრამ არ მომწონს. მესმის, რომ ადამიანებს მეტი მოსდით. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ეგ არის, ჩემს ბავშვებს ესმით და იმეორებენ. ეს უკვე ზედმეტია.

ბარსელონადან წასვლის შესახებ

- იყო მომენტი, როცა ბევრი გარემოებებისგან დავიღალე. განსაკუთრებით 2013 წელს, როცა საგადასახადოსთან მქონდა პრობლემები. ძნელი დღეები გადავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა. ადამიანებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა სინამდვილეში. საგადასახადოს უნდოდა ეჩვენებინა, რომ გამონაკლისს არავისთვის უშვებდნენ. ამიტომ ძალიან გვაწვებოდნენ. კარგია, რომ ბავშვები მაშინ პატარები იყვნენ და ვერ ხვდეობდნენ საქმის არსს. მაშინ ბარსელონადან, საერთოდ ესპანეთიდან წასვლა მინდოდა.
 

გრიზმანის შესახებ

- ბარსელონაში ყველას უჭირს, ვინც მის ფილოსაფიას ვერ ითვისებს. გრიზმანი სულ სხვა ფეხბურთსაა მიჩვეული. მაგრამ, ეჭვი არ გვეპარება, რომ მიეჩვევა, ის გონიერი ადამიანია. ის რომ, გრიზმანის გადმოსვლის წინააღმდეგი ვიყავი, ტყუილია. ყოველვის ვამბობდი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთლია მსოფლიოში. ასეთების გუნდში მოსვლა კი ყველას უხარია. არასოდეს მქონია მასთან გაუგებრობა.

 

 

ნეიმარის შესახებ

- მისი გუნდში ყოფნა იმავე მიზეზითაა კარგი, რაც გრიზმანის შემთხვევაში. ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასთან ერთად მეტი პრიზების მოგება შეიძლება. აქ სხვა რამეშია საქმე. როგორ წავიდა ბარსელონადან? სპორტული თვალსაზრისით, გამიხარდებოდა მისი დაბრუნება. ვერ გეტყვით, მართლა ყველაფერი გააკეთა თუ არა კლუბმა მის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ნეიმარი მიხვდა, რომ წასვლით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეგონა, ზაფხულში მადრიდში აღმოჩნდებოდა. მას ფლორენტინო პერესის სჯეროდა. არ გამოვრივხავ, მალე ის მადრიდში ან ბარსელონაში აღმოჩნდეს.
 

VAR-ის შესახებ

- ვიდეოარბიტრი მომწონს, თუმცა ჯერ კიდევ უამრავ კითხვას ბადებს. მას ხშირად არასწორად იყენებენ. გარჩევის ბევრი ვარიანტები არსებობს, რომლებიც ხანდახან ეჭვებს ბადებენ. ვიდეოარბიტრი იმიტომ არსებობს, რომ ეჭვი არაფერში შეგეპაროს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება. 
 

კარიერის დასრულების შესახებ

- სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ვგრძნობ, რომ კარიერის დასრულება მინდა. ერთხელაც ყველაფერი დამთავრდება. ბარსელონაში მსურს საცხოვრებლად დავრჩე. არ მინდა ბავშვებმა მეგობრები დაკარგონ, როგორც თავის დროზე მე დამემართა. 
 

 

 

სერიალების შესახებ

- ქუჩაში არცთუ ხშირად გავდივარ. მეტ დროს შინ ვატარებ, ბავშვებთან ერთად. სერიალებს ხშირად ვუცქერთ, რადგან ანტონელას (მეუღლე) უყვარს ისინი. ბავშვები რომ დაიძინებენ, მაშინ ვრთავთ ხოლმე. ახლა არგენტინულ სერიალ El marginal-ს ვუყურებთ.
 

ოქროს ბურთის შესახებ

- არ მწყენია, შარშან რომ ვერ მოვიგე. თუმცა ბავშვებისთვის კარგი იქნებოდა, კიდევ რომ მომეგო. მაგრამ პრიორიტეტი ინდივიდუალური ჯილდოები არ არის. აი, ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგაში წაგებამ კი მართლა ძალიან დამწყვიტა გული.
 

ბართომეუსთან ურთიერთობის შესახებ

- ბოლოს კლუბის პრეზიდენტს ლივერპულთან წაგების შემდეგ ვესაუბრე. საერთოდ, მასთან ურიერთობის პრობლემა არ მაქვს. ნებისმიე პრობლემაზე თავისუფლად ვსაუბრობთ.

 

 

კლუბზე გავლენის შესახებ

ამბობენ, თითქოს მე ვწვეტ, ვინ წავიდეს, ვინ მოვიდეს გუნდში. ჭორების ფონზე ცხოვრება მიხდება. ბევრჯერ დამტკიცებულა, რომ ასეთ პრობლემებს გუნდში ერთად ვაგვარებთ. თუნდაც, ნეიმარის ან გრიზმანის მაგალითები აიღეთ. ჩვენ ღიად ვისაუბრეთ, ოღონდ გადაწყვეტილება არ მიგვიღია.
 

კარიერაში საუკეთესო მომენტის შესახებ

რთულია. ალბათ ეს გვარდიოლას პერიოდი იყო. გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია ჩემს კარიერაში. მასთან ყველაზე ახლოს ლუის ენრიკეა.