ნეიმარი: პსჟ-ში ბედნიერი ვარ

ყველამ კარგად იცის, რაც ზაფხულში ჩემ გარშემო ხდებოდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ნეიმარის შესახებ არაერთი ცნობა დაიწერა. ბევრჯერ ითქვა, რომ მას პსჟ-ს დატოვება და ბარსელონაში დაბრუნება სურდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბრაზილიელი კვლავ ფრანგული გუნდის ღირსებას იცავს.

 

„პსჟ-ში ბედნიერი ვარ. ყველამ კარგად იცის, რაც ზაფხულში ჩემ გარშემო ხდებოდა. დიახ, მე ნამდვილად მსურდა გუნდიდან წასვლა, თუმცა ისევ პსჟ-ში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ტიტულები მოვიგო,“-თქვა ბრაზილიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სამხრეთ ამერიკელმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. აგვისტოდან მოყოლებული ნეიმარმა 5 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.