მანჯუკიჩი პრემიერლიგაში? - შეთანხმება მიღწეულია

ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება უკვე შედგა...

მარიო მანჯუკიჩი მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს ზაფხულშივე იყო, თუმცა, საბოლოოდ ტურინში დარჩენა ამჯობინა. ხორვატ ფეხბურთელს გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდა, რადგან იუვენტუსმა ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.

 

ინგლისური THE SUN-ის ინფორმაციით, მანჯუკიჩსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის სიტყვიერი შეთანხმება ახლა უკვე შედგა და პირველ იანვარს ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. ალექსის სანჩესისა და რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ, წითელ ეშმაკებს შეტევაში პრობლემები აქვთ და ამის გამოსწორებას სწორედ 34 წლის გამოცდილი ფეხბურთელის დახმარებით შეეცდებიან.