პროგნოზი: პლზენი-რომა

პლზენის ვიქტორია ევროპის ლიგის საგზურისთვის პლეიოფში გასულ რომას საშინაო კედლებში დაუპირისპირდება 

პლზენი-რომა

დრო: ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 21:55 საათი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი, 40)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში მდგომარეობა ფაქტობრივად გარკვეულია. მადრიდის რეალსა და რომას შესაბამისად 12 და 9 ქულით მერვედფინალის საგზური განაღდებული აქვთ, ევროპის ლიგაზე გადასანაცვლებლად კი ერთმანეთს პლზენი და მოსკოვის ცსკა ებრძვიან. ორივე გუნდს 4 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ჩეხეთის ჩემპიონი ფლობს, ამიტომ თუ დღეს ორივე მათგანი წააგებს, მესამე ადგილს პლზენი შეინარჩუნებს. ვიქტორიას 5 გოლი აქვს გატანილი და 15 გაშვებული, რაც ჯგუფში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

 

გადავინაცვლოთ ჩეხეთის ჩემპიონატში, სადაც მოქმედი გამარჯვებული 42 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პრაღის სლავიას ოთხით ჩამორჩება. ქვეყნის შიდა ჩემპიონატში პლზენს 9 შეხვედრა არ წაუგია, ყველა ტურნირზე კი გუნდს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო ტურში პლზენი ზლინს სტუმრად დაუპირისპირდა და - 2:0 იმარჯვა.

 

იტალიური გუნდი ამ შეხვედრას სატურნირო მოტივაციის გარეშე ხვდება, გუნდს მერვედფინალის საგზური განაღდებული, ხოლო პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსი დაკარგული აქვს. ამ მომენტისთვის, რომა 9 ქულის მფლობელია მისი ბურთების სხვაობა კი ასე გამოიყურება - 10:6.

 

რომა ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად თამაშობს. ყველა ტურნირზე გუნდს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 წაგება). იტალიის ჩემპიონატში ჯალოროსის 21 ქულა აქვს და მერვე ადგილს სჯერდება, რაც ბოლო სეზონების შედეგებიდან გამომდინარე დედაქალაქური კლუბისთვის ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვდნენ. 2009 წელს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა 2016 წლის ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში, განმეორებით დაპირისპირებაში კი იტალიელებმა მეტოქე - 4:1 დაამარცხეს. ორი თვის წინ რომამ პლზენი სტადიო ლიმპიკოზე მიიღო და - 5:0 გაანადგურა. 

 

სავარაუდო შემადგენლობა

პლზენი: ჰრუსკა, ლიმბერსკი, ჰაბნიკი, ჰეიდა, რეზნიკი, პროჩაზკა, ჰროსოვსკი, კოვარიკი, ჩერმაკი, ჰაველი, ჩორი.

მთავარი მწვრთნელი: პაველ ვრბა (ჩეხეთი).

 

რომა: ოლსენი, კარსდორფი, ფაციო, ჟესუსი, სანტონი, ნზონზი, კრისტანტე, იუნდერი, ძანიოლო, პასტორე, შიკი.

მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო (იტალია).

 

პროგნოზი

მასპინძლებისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მინიმუმ ქულა მოიპოვონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩში რომამ ჩეხები დიდი ანგარიშით დაამარცხა (5:0). თანაც ორივე იმ მატჩში, რომელიც ამ გუნდებს შორის ჩეხეთში გაიმართა, ფრე დაფიქსირდა.


მატჩი ფრედ დასრულდება @ 3.25

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.65


პლზენი-რომა

წინა ტურში პლზენი რეალთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა, რაც მათთვის ევროპულ ტურნირებზე გამოსვლის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წაგება იყო.

ვიქტორიამ ევროპულ ტურნირებში საშინაო კედლებში ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, თუმცა ანგარიშით 0:5 და ეს მოქმედ ჩემპიონ მადრიდის რეალთან ნოემბერში მოხდა.

მიმდინარე გათამაშებაში ვიქტორიამ ცსკა-სთან გამარჯვება შეძლო (2:1), რაც გუნდის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში სულ მესამე მოგება იყო (3 ფრე, 11 წაგება). ჩეხებს ზედიზედ ორი შეხვედრა ამ ტურნირზე არასდროს მოუგიათ.

ვიქტორიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 17 მატჩიდან კარის მშრალად შენახვა ერთადერთხელ მოახერხა. ეს 2011 წლის ნოემბერში, ბორისოვის ბატესთან სტუმრად - 1:0 მოგებულ მატჩში მოხდა.

ვიქტორია ამჟამად ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ბოლო ორ გათამაშებაში გუნდმა ჯგუფური ეტაპი სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულა (2011/12 და 2013/14 წლებში). ახლა ჩეხურ კლუბს მათი საუკეთესო შედეგის - 5 ქულის გამეორებას ერთი ქულა აშორებს (5 ქულა პლზენმა 2011/12 წლების სეზონში მოაგროვა).

რომა ჩემპიონთა ლიგის პლეიფოში უკვე გასულია, თუმცა ამ მატჩში გამარჯვება გუნდს შესაძლებლობას მისცემს, რომ 2008/09 წლების სეზონის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენოს და 12 ქულა დააგროვოს.

რომას ბოსნიელ თავდამსხმელ ედინ ჯეკოს ჩემპიონთა ლიგაში რომასთვის 15 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ისტორიაში ამ ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირის ფრანჩესკო ტოტის შედეგამდე ორი ბურთი აშორებს. ამ სეზონში ბოსნიელი ფორვარდის ანგარიშზე 5 გოლია.

ედინ ჯეკომ პლზენის ვიქტორიასთან (5:0) მოგებულ მატჩში კარში ზუსტად შვიდჯერ დაარტყა. მიმდინარე სეზონში ერთ კონკრეტულ შეხვედრაში უფრო მეტჯერ კარში ზუსტად არცერთ მოთამაშეს დაურტყამს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.