ბარსელონაში რაბიო გაიხსენეს

ფრანგი საყრდენის მომავალი კვლავ გაურკვეველია

ბარსელონას იუვენტუსიდან ადრიენ რაბიოს შეძენა სურს. იტალიური პრესის ცნობით, ბლაუგრანა ფრანგის გადაბირებას ზამთარში შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ბარსას ადრიენის ყიდვა ზაფხულშიც უნდოდა, თუმცა 25 წლის საყრდენმა არჩევანი იტალიურ გრანდზე შეაჩერა.

 

აღსანიშნავია, რომ რაბიო ჯერ იუვეს ძირითადის ფეხბურთელი არაა. მეტიც, ახალი გუნდის მაისურა მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მოირგო და ბარსელონაც სწორედ ამ ყველაფრით სარგებლობას აპირებს.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდი სეზონის დასაწყისში საკმაოდ გაძლიერდა. გუნდმა ანტუან გრიზმანი და ფრენკ დე იონგი დაიმატა. ამ მომენტისთვის კატალონიელებს ლა ლიგაში 16 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.