გოფინი VS ფედერერი - მაესტრომ მოიგო! (+ვიდეო)

მაესტროს გოფინთან გაუჭირდა...

შანხაის 1000-იანი მასტერსის 1/8 ფინალში, გოფინსა და ფედერერს შორის, ძალიან სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა გაიმართა. პირველ სეტში ბელგიელი ჩოგბურთელი, მის მოწოდებაზე, 6:5-ს იგებდა, 5 სეტ პოინტი ჰქონდა, თუმცა ფედერერმა უკუბრეიქი შეასრულა და თაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც გაიმარჯვა კიდეც.

 

მეორე სეტი შვეიცარიელი მაესტროსთვის შედარებით მარტივი გამოდგა. ბრეიქ პოინტი როგორც ერთ, ისევე მეორე ჩოგბურთელს ჰქონდა, თუმცა უფრო ზუსტი ფედერერი აღმოჩნდა, 3:3-ზე წინ გაიჭრა და და შეხვედრა ბოლომდე მშვიდად მიიყვანა.

 

საბოლოოდ, ფედერერის სასარგებლოდ - 2:0 (6:7; 4:6)

 

როჯერი ზვერევსა და რუბლევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.