ბასილაშვილი VS ტიმი - ქართველი რეიტინგის მეხუთე ნომერს შეხვდა

როგორც ყოველთვის, ბასილაშვილმა თავისი ხასიათი გამოავლინა...

შანხაის 1000-იანი მასტერსის 1/8 ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის მეხუთე ნომერს, დომინიკ ტიმს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელს კარენო-ბუსტასთან საკმაოდ დამღლელი შეხვედრა ჰქონდა, ამ მატჩში მხნედ გამოიყურებოდა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა რა კარგ ფორმაშია.

 

ჩოგბურთელები აქამდე ერთადერთხელ, სოფიაში შეხვდნენ, სადაც ქართველმა ტიმის დამარცხება მოახერხა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ავსტრიელი ბასილაშვილს აშკარად აღემატებოდა. ნიკოლოზმა თავისი ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუმცა ძალიან ძლიერ მოწყინააღმდეგესთან ვერაფერი გააწყო.

 

საბოლოოდ - 0:2 (3:6; 4:6)