ნიკოლა, რომელიც 148 მილიონი ღირს

იოკიჩმა მოუმატა დაცვაში. იოკიჩმა მოუმატა კალათბურთში. 

შარშან, დენვერმა 5 წლით დაიტოვა ნიკოლა იოკიჩი. ამ კონტრაქტით იოკიჩი 148 მილიონ დოლარს მიიღებს. იოკიჩი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეხუთე ნომერი გახდა. იოკიჩმა სხვა კალათბურთის თამაში დაიწყო.

იოკიჩი გუნდის ლიდერია. ცინიკური იუმორით. იოკიჩი კითხულობს. და, არა მხოლოდ ტვიტებს. იოკიჩი ერუდირებული ახალგაზრდაა, რომელიც კალათბურთს დიდ დროს უთმობს. ნიკოლამ უკვე შექმნა თავისი ეპოქა.

იოკიჩმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, თუ ჩვენ (დენვერს) გვინდა, რომ სერიოზულად მიგვიღონ, რომელიმე სერიოზულ გუნდს უნდა მოვუგოთ. და, იოკიჩი დღესაც ბოდიშს იხდის პორტლენდთან შარშან წაგებულ სერიაზე.

იოკიჩმა მოუმატა დაცვაში. იოკიჩმა მოუმატა კალათბურთში. იოკიჩმა დაიწყო არაიმპულსური კალათბურთის ყომარი, სადაც ემოციები არ აზიანებს სწორ, რაციონალურ გათვლას. იოკიჩი ძალიან დიდი გახდა. არა მხოლოდ წონით.

ნიკოლამ ფავორიტებზე საუბრის დროს თქვა, ჩემპიონი გახდება ის, ვინც დენვერს მოუგეს. სერიას. დასავლეთში ამის პრეტენზია 7-8 გუნდს ექნება.

იოკიჩმა ეს იცის. და ნიკოლა დენვერთან ერთად ამ სეზონში ბოლომდე უნდა გავიდეს.