ვან დერ საარი: ასეთი ფეხბურთელების არყოფნა შედეგზე ცუდად აისახება

ჰოლანდიელმა მეკარემ მანჩესტერის წარუმატებლობის მიზეზზე ისაუბრა

მანჩესტერ იუნაიტედს, რომ ცუდი დრო უდგას, ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. აღნიშნულ თემაზე მანჩესტერელთა ლეგენდარულმა მეკარემ ედვინ ვან დერ საარმა ისაუბრა.

 

„მანჩესტერს ქარიზმატული მოთამაშეები აკლია და წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. მაგალითისთვის, როცა მე გუნდში მივედი, ისეთი ფეხბურთელები დამხვდნენ როგორებიც გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი არიან. გუნდში ყოველთვის იყვნენ მოთამაშეები, რომლებსაც დიდი ქარიზმით გამოირჩეოდნენ. დღეს ასე არაა, რაც შედეგზე აისახება.

 

მანჩესტერში 6 წელი გვითამაშე და ოლდ ტრაფორდზე გატარებული პერიოდი კარგად მახსენდება. წითელ ეშმაკებთან ერთად სამჯერ პრემიერლიგა მოვიგე და ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე,“-თქვა ჰოლანდიელმა კიპერმა.  

 

წითელ ეშმაკებს მართლაც რომ ცუდი დრო უდგათ. სულშერის გუნდს პრემიერლიგაში 9 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.