კიმიხი: მიულერის შესახებ, გულწრფელად რომ ვთქვა...

ალბათ, მოვა დრო და კიმიხი გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდება...

ბოლო 5 თამაშია, ტომას მიულერი ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. რა თქმა უნდა, გერმანელი ამ მდგომარეობით უკმაყოფილოა, რაც kicker-თან ინტერვიუში არც დაუმალავს. თანაგუნდელის მდგომარეობაზე კომენტარი იოზუა კიმიხმაც გააკეთა

 

„ტომასი ამ სიტუაციით უკამყოფილო რომ არის, ამაში გასაკვირი არაფერია. მას თამაში უნდა და, გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც მინდორზე შემოდის, ყველაფერს კარგად აკეთებს და გუნდს ეხმარება.

 

საერთოდ, ის არაორდინალური ფეხბურთელია. არასდროს იცი რომელი პოზიციიდან შეგიტევს და მცველებს ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებს. ყველაფერთან ერთად, ის დიდებული პიროვნებაცაა, ისეთივე, როგორებიც შვაინშტაიგერი და ლამი იყვნენ“, - თქვა კიმიხმა.