ეროლ სპენს უმცროსი ავტოავარიაში მოყვა

მსოფლიო ჩემპიონი სიჩქარის გადაჭარბებამ მძიმე შედეგებამდე მიიყვანა

WBC და IBF ვერსიით ჩხუბში მსოფლიო ჩემპიონი ეროლ სპენს უმცროსი ავტოავარიაში მოყვა. 29 წლის სპორტსმენი საკუთარ ფერარის მართავდა, რა დროსაც ავარია მოხდა. ცნობილია, რომ შემთხვევა სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. 

 

თავიდან დაიწერა, რომ ამერიკელი სპორტსმენის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა შემდგომი ცნობების თანახმად, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ სპენსს ღვედი არ ეკეთა და მანქანიდან გადმოვარდნის შემდეგ დაშავდა.