სიმეონე: ლუკას წასვლა უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე გრიზმანის

სიმეონემ გრიზმანზე ისაუბრა...

ეს ზაფხული ატლეტიკოსთვის მძიმე გამოდგა, რადგან გუნდმა ორი ლიდერი: ლუკას ერნანდესი და ანტუან გრიზმანი დაკარგა - ფრანგი მცველი ბაიერნმა წაიყვანა, ფორვარდი კი - ბარსელონამ.

 

„უფრო მტკივნეული ლუკასის წასვლა იყო, ის ხომ ჩვენი აკადემიის აღზრდილია. გრიზმანის წასვლაზე მეტად, გული ამან უფრო გვატკინა“, - თქვა ჩოლომ.

 

სიმეონე გრიზმანის მიმართ ნაწყენი არ ჩანს და მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობს

 

ანტუანს წასვლის შემდეგ ვესაუბრე. ის იქ არის, სადაც უნდა რო იყოს. თავმდაბალი ბიჭია და ბევრს არ ლაპარაკობს, ამასთან ერთად მშვიდი და მხიარულიცაა.

 

ვიცი, რომ გრიზმანი ბარსაშიც შესანიშნავად ითამაშებს. თუმცა, ახლა ყველაფერი ვალვერდეზეა დამოკიდებული და არა ჩემზე“