საღამოს, შვეიცარიაში...

შვეიცარია–საქართველო: 21–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. გია ცეცაძის გუნდში დანაკლისია. ტრავმების გამო ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე ვერ ითამაშებენ, მათ ნაცვლად კი საბურთალოელი იური ტაბატაძე და ტორპედოელი ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ორ მატჩში აღებული 6 ქულით ევროშესარჩევ ჯგუფს ლიდერობს, შვეიცარიამ კი ერთი თამაში ჩაატარა და 3 ქულა აქვს. შეხვედრა ქალაქ ვინთერტურში გაიმართება.

 

ორი მარცხენა მცველის გამოკლება ცუდია. დიდი ალბათობით, ცეცაძე ამ პოზიციაზე ან ტაბატაძეს დააყენებს, ან სილაგაძეს. ტაბატაძეს საკმაო პროგრესი აქვს ეროვნულ ლიგაში, საბურთალოს სასტარტოში თამაშობს და გოლიც გაიტანა. მართალია, მარჯვენა შემტევად აყენებენ, მაგრამ ორივე ფლანგზე შეუძლია.   

 

საერთოდ, ცეცაძეს შეტევაში უფრო მეტი არჩევანი აქვს.  

 

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩოჩიშვილი

 

მცველები: ილია ბერიაშვილი, თორნიკე ძოწენიძე, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, დავით კობოური, ლაშა უგრეხელიძე, იური ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე,  ნიკა მალი

 

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი, დავით სამურკასოვი, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, ლუკა სილაგაძე

 

თავდამსხმელები: ვატო არველაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი არაბიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე

 

მატჩს მალტელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ტრუსტინ ფარუჯა იქნება.