მიკ მაკარტი: საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ

ირლანდიის მთავარი მწვრთნელის პრეს-კონფერენცია

12 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ირლანდიას მიიღებს. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების წინაშე, ირლანდიელთა მთვარი მწვრთნელი, მიკ მაკარტი წარდგა

 

„საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. დანიასთან თქვენ შეხვედრას ვუყურე, ბოლოს რომ გაგეტანათ და მოგეგოთ, გასაკვირი არაფერი იქნებოდა. უპატივცემულობაშi არ ჩამეთვალოს, მაგრამ ხვალ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ, დანიაშიც ასეთი შემართeბით ჩავედით.

 

ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ტრავმებისა და ბარათბის გამო ფეხბურთელები დაგვაკლდება. ეს ჩემთვის დიდი პრობლემა არ არის,  სხვა კარგი ფეხბურთელები მყავს, რომლებსაც ვენდობი"