რაგბი: საქართველოს მინუს 19

საქართველოს ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასზე ბოლო, მეოთხე მატჩი ჩაატარა და ავსტრალიასთან 8:27 წააგო.

 სხვათა შორის, 11 წუთით ადრე სხვაობა 9 ქულა იყო: როცა ალექსანდრე თოდუამ მაგარი ლელო დადო.

 

ზოგადად სხვაობა აშკარა იყო, ავსტრალია სხვა დონეა და ისიც კარგია, რომ გარკვეულ პერიოდებში თანაბრად ვეთამაშეთ. საქართველომ ერთი მოგებით დაასრულა მსოფლიო თასი. ურუგვაის აჯობა, მომდევნო სამი შეხვედრა კი მარცხით დაასრულა.  

 

ავსტრალია–საქართველო 27:8

 

ლელო: ალექსანდრე თოდუა (69)

ჯარიმა: სოსო მათიაშვილი (27)