ციციპასი VS მედვედევი - რუსი დათვი ფინალშია! (+ვიდეო)

რუსი შანხაის მასტერსის ფინალში ფავორიტი იქნება

შანხაის მასტერსის ნახევარფინალში ერთმანეთს ციციპასი და მედვედევი დაუპირისპირდნენ. ბოლო პერიოდში რუსი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, ბერძენმა კი თავად ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ამ შეხვედრას კი ბევრ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა. 

 

პირველ სეტში ციციპასი უკეთესი იყო, თუმცა გადამწვეტ მომენტებში მედვედევი მობილიზაციას ახერხებდა და სეტი თაი-ბრეიკამდე მიიყვანა, რომელიც საბოლოოდ მოიგო კიდეც. 

 

პირველი სეტისგან განსხვავებით,  მეორე სეტში რუსმა მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში აჯობა, ერთის წინააღმდეგ ორჯერ დაუბრეიკა და ფინალში გავიდა, სადაც ბერეტინისა და ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

მედვედევი ფინალში ფავორიტი იქნება

 

საბოლოოდ, რუსის სასარგებლოდ - 2:0 (7:6; 7;5)