თორნიკე შენგელია ევროლიგის რეიტინგში - XVIII ადგილი

თოკო დაბრუნდა, მაგრამ აკლდა სათამაშო პრაქტიკა.

თორნიკე შენგელია ევროლიგის ვარსკვლავია. ბასკონიაში თოკო ღმერთია. ამ ტურნირის 2019-2020 წლების სეზონისთვის, თორნიკე შენგელია EuroHoops-ის ახალ რეიტინგში მე-18 ადგილზე ზის. პოპულარულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა, მაგრამ პირველ ათეულში არ შეიყვანა.

თოკომ შარშანდელი სეზონი 11.4 ქულით, 4.3 მოხსნით, 1.6 შედეგიანი გადაცემით და 1.1 ჩაჭრით დახურა. შენგელიამ ეს სტატისტიკა 24:29 წუთში აკრიფა.

თორნიკემ სეზონის დაწყებამდე გუნდთან ახალი, ბევრწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბასკონიას ისტორიაში ერთ-ერთი ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. პროცესში, შენგელიამ მიიღო ტრავმა და ევროლიგის მეორე ეტაპის 14 შეხვედრა გამოტოვა.

თოკო დაბრუნდა, მაგრამ აკლდა სათამაშო პრაქტიკა და ბასკონია საინტერესო სერიაში მომავალ ჩემპიონთან, ცსკა-სთან აგებს. ოპტიმალურ თორნიკესთან ერთად ესპანურ გუნდს მეტის შანსი ჰქონდა.

ერთი სეზონით ადრე თორნიკეს უკეთესი სტატისტიკა და უფრო აგრესიული თამაში ჰქონდა. ეს დაბრუნდება. უბრალოდ, შენგელიამ ტრავმა აღარ უნდა მიიღოს.

ბასკონიას წარმატება ჩვენი ბიჭის ნიჭზე და გამძლეობაზე იქნება დამოკიდებული.