Top 10 ევროლიგაზე

რეალიდან წასული დაბრუნდა ბარსელონაში და მზად არის ჩემპიონობისთვის. 

Top 10 ევროლიგაზე

ავტორიტეტულმა გამოცემა EuroHoops-მა ევროლიგის მიმდინარე გათამაშების 100 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

გავიაროთ პირველი ათეული.

 

10. ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი) - ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ უმატებს. თითქმის, ლეგენდა. მოთამაშე, რომელიც ასაკს უსწრებს.

9. კოსტას სლუკასი (ფენერბახჩე) - ობრადოვიჩის სქემაში შეუცვლელი პერსონაჟი. ერთი-ერთზე დაცვის დროს გამორჩეულად ძლიერი და დაუღლელი. სკულასი კლავს.

8. ვასილიე მიციჩი (ეფესი) - შარშანდელი სეზონის შემდეგ, მისგან პროგრესს ელოდებიან. ეფესმა ტურნირის ფინალი ითამაშა. კარგ მიციჩთან ერთად, ეს ამ სეზონშიც შესაძლებელია.

7. კორი ჰიგინსი (ბარსელონა) - ახალ გუნდში ძველი ენერგიით და კლასით. ჰიგინსი დაუფასებელი დამცველი და დაუნდობელი შემტევია. ბარსეოლნამ ჯეკპოტი მოხსნა.

6. იან ვესელი (ფენერბახჩე) - ალბათ, ტურნირის ყველაზე შეუჩერებელი მეხუთე ნომერი, რომელიც დაცვაშიც არ იკარგება. უბრალოდ, ტრავმები აღარ უნდა მიიღოს.

5. ფაკუნდო კამპაცო (რეალი) - საუკეთესო ინდივიდუალური დამცველი. თავის პოზიციაზე. რეალის მემანქანე, რომელიც მხოლოდ მოუმატებს.

4. ნანდო დე კოლო (ფენერბახჩე) - ფრანგი არ ბერდება. გაცვალა მოსკოვი სტამბოლზე, დაგლიჯა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამ სეზონშიც შეასრულებს. ლეგენდა.

3. უილ კლაიბერნი (ცსკა) – ტურნირის მოქმედი MVP. ყველაზე ძლიერი უნივერსალი, რომელიც ხუთივე პოზიციას იჭერს. რკინის ნერვები და გაუმჯობესებული სამიანი. ცსკა-ს ლიდერი.

2. შეინ ლარკინი (ეფესი) – თუ ფორმაშია, ატერორებს ნებისმიერ დამცველს და - გუნდს. ლარკინმა გააუმჯობესა დაცვაც და ამ სეზონში არაერთხელ გახდება ტურის MVP.

1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა) – სეზონის მთავარი ტრანსფერი. მოენატრა ევროპა. რეალიდან წასული დაბრუნდა ბარსელონაში და მზად არის ჩემპიონობისთვის.