რუდი გობერი - საუკეთესო საფრანგეთში

რუდის აღიარება ლოგიკური, სამართლიანი, დამსახურებული იყო. 

იუტა ჯაზის ცენტრი რუდი გობერი საფრანგეთში სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

რუდის არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა. მან გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და ზედიზედ მეორედ NBA-ს საუკეთესო დამცველი გახდა. ფრანგი ამ პრიზის მოგების ფავორიტად წელსაც რჩება.

გობერი კარგი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. განსაკუთრებით, ამერიკასთან მოგებულ ტესტში. რუდისთან ერთად საფრანგეთი ყველა ტურნირზე მედლებისთვის იბრძოლებს.

გობერი და ჯაზი ახალ სეზონში დასავლეთის ფავორიტებში შედიან. კარგი, მოქნილი გუნდი, რომელმაც შემადგენლობა გააძლიერა და ამ გუნდის დაცვას რუდი მიხედავს.

გობერის გარდა, საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოდნენ ნანდო დე კოლო (რომელმაც შარშანდელი სეზონი ცსკა-ში გაატარა) და ევან ფურნიე (ორლანდო).

ალბათ, რუდის აღიარება ლოგიკური, სამართლიანი, დამსახურებული იყო.

გობერი სოლირებს.