რამოსმა კასილიასის რეკორდი მოხსნა

33 წლის მცველის ბრწყინვალე მაჩვენებელი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ესპანეთი ნორვეგიას ესტუმრა და მატჩი 1:1 დასრულდა. აღნიშნული თამაში განსაკუთრებული გამოდგა სერხიო რამოსისთვის, რომელმაც ფურია როხას მაისურით 168-ე მატჩი ჩაატარა და ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. გეტყვით იმასაც, რომ რეალის კაპიტანმა იკერ კასილიასის რეკორდი მოხსნა.

 

რამოსი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. ესპანელთა რიგებში ჩატარებულ 168 მატჩში მან 21 გოლი გაიტანა. 33 წლის მცველმა ეროვნულ გუნდთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონატი (2008; 2012) ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატი (2010) მოიგო.