არსენალი ახალ კონტრაქტს ამზადებს

ლონდონელები ფორვარდის შენარჩუნებაზე მუშაობენ

ბრიტანული პრესის ცნობით, არსენალი ობამეიანგისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, გაბონელი ფორვარდი არსენალში 2021 წლის ივნისამდე ითამაშებს, მეთოფეთა მესვეურებს კი სურთ, რომ მე-17 ნომერი 2023 წლამდე შეინარჩუნონ.

 

ობამეიანგი არსენალში 2018 წლის ზამთარში დორტმუნდიდან გადავიდა. იგი თავიდანვე მეთოფეთა ერთერთ ლიდერად იქცა და დღეს პრემიერლიგის გამორჩეულ ფორვარდადაც ითვლება. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წინა სეზონში გაბონელი თანაბომბარდირი გახდა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ლონდონელთა  თავდამსხმელმა 8 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.