შანხაის ფინალი: მედვედევი VS ზვერევი - რუსის კიდევ ერთი ტიტული! (+ვიდეო)

როგორც ჩანს, გენიალური სამეულის დომინაცია მთავრდება...

დანილ მედვედევი ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაშია - მან ზედიზედ მეექვსე ფინალი ითამაშა და მესამე მოიგო! იმ სამი მარცხიდანაც, ორი რაფა ნადალთან შეხვედრაზე მოდის... დღესაც, რუსი ჩოგბურთელი ფავორიტი იყო და მან ეს სტატუსი გაამართლა კიდეც. მას მხოლოდ 1 საათი და 14 წუთი დასჭირდა, რათა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მარტივად დაემარცხებინა...


+1000 ქულა მედვედევის ანგარიშზე...

 

საბოლოოდ - 6:4; 6:1