ცსკა-ს ახალი რეკორდი

ვითიბიზე ცსკამ უკვე წააგო ერთი პრინციპული შეხვედრა, ზენიტთან. 

ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს სეზონის სტარტზე სტაბილურობა აკლია. ცსკა იგებს საერთაშორისო არენაზე და ცსკა აგებს ვითიბი ლიგაზე. პროცესში, შიდა ჩემპიონატში ცსკა-მ კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა.

ცმოკი-სთან შეხვედრაში, რომელიც გრანდმა 114:81 წამოიღო, რუსულმა მანქანამ 18 სამიანი გამოიყენა. ეს ახალი რეკორდია. მანამდე, საუკეთესო შედეგი 2018 წლის მარტში, ავტოდორთან (17) დაჯდა. 54 ქულა სამიანებით. სერიოზული შედეგია.

ცსკა-ს ლიდერები - მაიკ ჯეიმსი (22) ქულა, დარუნ ჰილარდი (18), ჯოელ ბოლომბოი (16) ფორმაში შედიან. ევროლიგაზე გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ეს აუცილებელია. სეზონის მეორე ნახევარში ცსკა სიღრმით, მეტი ბალანსით ითამაშებს, მაგრამ მანამდე კლუბმა მოსაგები უნდა მოიგოს.

ევროლიგაზე ცსკამ პირველი ორი თამაში წამოიღო და მესამე ტურში საკუთარ დარბაზში ხიმკის გატესტავს. სერიოზული ჩეხვა იქნება. ვითიბიზე ცსკამ უკვე წააგო ერთი პრინციპული შეხვედრა, ზენიტთან. ხიმკისთან ვარსკვლავების ომი დაიწყება.

ცსკა ამ თამაშს მხოლოდ კოსტა კუფოსის გარეშე ხვდება. დანარჩენები სვლაზე არიან.